როგორც გაირკვა, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს (კურო, ქალწული, თხის რქა) ყველაზე მეტად უჭირთ დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამაგიეროდ, უზომოდ ერთგულები არიან პარტნიორობის კუთხით.
ასტროლოგები თვლიან, რომ ამ სამ ნიშანს შორის მარტოობისკენ მიდრეკილი ყველაზე მეტი დოზით არის ქალწული. ზოგადად ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მეტ ბერბიჭას და შინაბერას წარმოშობს, რისი მიზეზიც უმთავრესად არის ქალწულისთვის დამახასითებელი მეწვრილმანეობა, ჭირვეული ხასიათი და გამუდმებული მოთხოვნილება სრულყოფილი მეორე ნახევარი იპოვოს. იდეალური ადამიანები კი მოგეხსენებათ ბუნებაში არ არსებობენ.
ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) იშვიათად ვხვდებით ასოციალურ ან ჩაკეტილ ტიპებს. უფრო პირიქით, ეს ხალხი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქორწინებსაც კი ასწრებს თავისი ხმაურიანი განქორწინებებით. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მარტოობის კანდიდატი ცეცხლებს შორის ყველაზე ხშირად მშვილდოსანია. ამ ნიშანს იმდენად უყვარს თავისუფლება, რომ ხშირად სავსებით გაცნობიერებულადაც კი ამჯობინებს დარჩეს მარტო და არასოდეს შეიზღუდოს თავი ოჯახური მოვალეობებით.
ავტორი