1 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფს უამრავი მორწმუნე ადამიანი ესტუმრა, საქართველოს ყველა კუთხიდან.
ერთი ასურელ მამათაგანის, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს, უამრავმა მორწმუნემ მოიყარა მუხლი. დეკანოზმა დავით კუჭავამ აკურთხა საფლავი. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ყველა მომლოცველს პირბადე ეკეთა და აკურატულად იცავდნენ რეგულაციებით დადგენილ წესებს. თვით პანდემიის პირობებშიც, აშკარად ჩანს, როგორ სათუთად, სიყვარულით ეკიდება ჩვენი ხალხი რწმენის საკითხს. მომლოცველებმა სანთლებით ხელში, პატივი მიაგეს ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელს. სიყვარულით მოიკითხეს ერთმანეთი. ვფიქრობ, სწორედ ასეთი დღესასწაულები აძლევს ადამიანებს საშუალებას, არ დაავიწყდეთ რწმენა და ერთმანეთი, _ გვითხრა ჩვენმა მეგობარმა ლალი თავართქილაძემ, რომელიც გუშინ მარტყოფში, მომლოცველის სტატუსით სტუმრობდა.
ცნობისთვის, ანტონ მარტყოფელი (მარტოდ მყოფელი), ერთი ასურელ მამათაგანი, საქართველოში მეექვსე საუკუნეში მოვიდა. განმარტოებით, მარტო ცხოვრობდა. მარტყოფის სახელწოდებაც აქედან უნდა მოდიოდეს. მან ბევრი წარმართი გააქრისტიანა. ედესიიდან ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანა კი, რომელსაც მას მიაწერდნენ, ეროვნული საქმის ტოლფასად არის მიჩნეული.