7 მაისს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ევროპის შესარჩევი ტურნირი მკლავჭიდში.
ტურნირში მონაწილეობდა ხარაგაულის სპორტსკოლის მკლავჭიდის სექციის წარმატებული მოსწავლე, ნიკოლოზ ჩხიკვაძე (მწვრთნელი- მერაბ იჩქიტიძე), რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე საუკეთესოდ იასპარეზა და მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ნიკოლოზმა 75 კგ -ში მარცხენა ხელი დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო 75 კგ-ში მარჯვენა ხელით _ მეორე ადგილი.
ნიკა უკვე საქართველოს ნაკრების წევრია და მათთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს. 9 ივნისს იგი ნაკრებთან ერთად გაემგზავრება მოლდოვის დედაქალაქ-კიშინიოვში და იქ იასპარეზებს საქართველოს ნაკრების სახელით.
ავტორი