ამ წუთებში მარტვილის პოლიციის სამმართველოში სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები იკითხებიან.
ცოტა ხნის წინ სამმართველოს შენობა დატოვა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
როგორც მღვდელმსახურმა ანანია კალანდიამ განცხადა, მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მონასტერში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სალხინოს მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.