მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში 17 წლის გოგო საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ფაქტს “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი, გენად კვაშილავა.
მისი თქმით, სუიციდის ფაქტი გუშინ მოხდა.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონამ წერილი დატოვა, თუმცა უცნობია რას წერდა ის ამ წერილში.
დეტალების გარკვევას „გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.