მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში კაცმა მეზობელი მოკლა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა გულმკერდისა და ბარძაღის არეში დანით აქვს მიყენებული.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
წყარო: იმედინიუსი