54 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი დღეს დილით, მარტვილში მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, ელენე კოკაიამ განუცხადა,მამაკაცი საკუთარ სახლში, გარდაცვლილი დედამ ნახა.
არსებული ინფორმაციით, მან ვენები გადაიჭრა.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.