შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება.
სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.
ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა.
მძღოლები, რომლებიც 2006 წლის პირველ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმებებს არ შეცვლიან, ეს მოწმობები ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად.