ეს არის ის რეალური ფოტოები და კიდევ სხვა უამრავი, რომლებიც შეგიძლიათ გააზიაროთ რამდენჯერაც გინდათ. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ. არავინ გიშლით. პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ და თქვენს ყველა პოსტს რამდენჯერმე ვკითხულობ, როცა რამე მხვდება მამაზე.
გვიყვარდეს და გვახსოვდეს ის ისეთი, როგორიც რეალურად იყო. და სწორი გზით ვცეთ პატივი მის ხსოვნას.
ეს მისი რამდენიმე ფოტო ყველაზე მეტად მიყვარს. რადგან იმ დიდი ფიქრისა და დარდის მიუხედავად, ამ ფოტოებში მაინც იღიმის. მაინც ბედნიერია. მას სხვანაირად თბილი ღიმილი ჰქონდა. გულს რომ მთლიანად გაგითბობდა და უპირობო სიყვარულს გარწმუნებდა – ისეთი.
ყველა ეს კადრი მისი საყვარელი მრევლის, მეგობრებისა და მისთვის ძვირფასი ადამიანების გადაღებულია. ტაძრებში, მონასტრებში, წმინდა ადგილებში. ღმერთთან ახლოს და ხალხის გარემოცვაში როცა იყო, მაშინ იყო ყველაზე ბედნიერი.
მისი ეს რეალური სურათები ზუსტად გადმოსცემს მას და მის პიროვნებას. რასაც, ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეძლებს, _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი მოძღვრის, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თომა სიხარულიძის შვილი ელისაბედ სიხარულიძე.
ინფორმაციისთვის, დეკანოზი თომა სიხარულიძე 2021 წლის 26 ივნისს, კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა.


































































