21 წლის გარდაცვლილი ჯარისკაცის, ჯონი ახალაის ოჯახი „გურია ნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, ეს არ იყო თვითმკველობა, ეს იყო უბედური შემთხვევა.
„მას თავი არ მოუკლავს, 25 დღის მოყვანილო ყავდა ცოლი. მომავალს გეგმავდა, ოცნებები ჰქონდა. სამინისტრო რას ავრცელებს, ეს სულ არ აინტერესებს ოჯახს. ეს იყო უბედური შემთხვევა და არა თვითმკვლელობა“,- აცხადებს ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკის ბაზაზე ჯარისკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
დღეს თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას-ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ115-ე მუხლით.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს”. _ ნათქვამია უწყების განცხადებაში.