ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ქართული ოცნების ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი – ასე პასუხობს გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სახეებზე დასმულ შეკითხვას.
იქნება თუ არა იგი კვლავ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის საკუთარ გუნდთან რჩება.
„მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და დავითვალოთ წიწილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
იქამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, რომ საარჩევნოდ გუნდი განახლდება, იქნებიან ახალი სახეები და გამოცდილი პოლიტიკოსებიც.