“თუ უკრაინის ჯარების შეტევა წარმატებით დასრულდა და შეძლებენ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების ნაწილის დაკავებას, მაშინ მოსკოვს მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენება”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედვედევის განცხადებით, ამგვარად, რუსი სამხედროები, რომლებიც იგერიებენ შეტევას, „აფერხებენ გლობალურ კონფლიქტს“.
მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა ნატოს პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია რუსეთისთვის მიწის ნაწილის წართმევა.
”იმ შემთხვევაში თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებას მიაღწევენ, ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად ვიმოქმედოთ. მივმართოთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ამიტომ, ჩვენმა მტრებმა უნდა ილოცონ ჩვენს მეომრებზე. ისინი არ აძლევენ გლობალურ ბირთვულ ხანძარს აალების საშუალებას“, – განაცხადა მედვედევმა.