გურიაში სტიქიის შედეგად დაკარგულ 3 ადამიანს ეძებენ.
“ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგული ადამიანების ძებნა მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში, ხოლო ერთ ადამიანს ჯიხანჯირში.
ინფორმაციისთვის, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
ავტორი