ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, შუახევში დღეს დილით მაშველებმა დაკარგული ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ადგილზე 12 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მაშველი მუშაობდა. გუშინ სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა ადიდებული მდინარე და დაბალი ხილვადობა.
თვითმხილველების თქმით, 13 წლის მურმან ფუტკარაძე მდინარეში ბურთის გამოსატანად შევიდა და წყალმა წაიღო.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.