მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე, ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს.
“შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც 3 მეტრიანი ბეტონის ჯებირის მიღმა, ნაპირზე ჩარჩენილი ძაღლი, შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ამოიყვანეს”,_ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.






























































