მაშველებმა მოზარდები 25 მეტრის სიღრმის მქონე ხევიდან უვნებლად გამოიყვანეს. შემთხვევა თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ მოხდა.
“თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.