მარსელში 2 შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 3 კაცის და 2 ქალის ცხედარი იპოვნეს.
ცნობისთვის, მარსელში, ერთმანეთის გვერდით მდგომი 2 შენობა ორშაბათს დილით ჩამოინგრა.
ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ნანგრევებში სავარაუდოდ 8 ადამიანი იყო მოყოლილი.
მაშველები ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.