გუშინ, გომისმთაზე ჩარჩენილი ბიჭების სამძებრო-სამუშაოების დროს ერთ-ერთი მაშველი ცუდად გახდა.
„გურია ნიუსისთვის“ სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაშველის ცუდად გახდომის ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის უკმარისობა იყო. გარდა ამისა, ადამიანურმა ფაქტორმაც იმოქმედა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაშველიც ბოხვაურის მკვიდრია.
ის გომისმთიდან ოზურგეთში, კლიკინა „მედალფაში“ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე გვეუბნება, მაშველს დახმარება გაუწიეს და სახლში გაუშვეს. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.