მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ კეიპის ქალაქ ლუსიკისიკში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა 2 სხვადასხვა სახლში მოხდა. პირველ სახლში 12 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორეში კი 3 ქალი და ერთი მამაკაცი.
სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.