საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.’’ საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულა ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.