არსებობს არაერთი ცნობილი ადამიანი, რომლებიც თავდაპირველად სრულიად სხვა პროფესიით, მასწავლებლობით ყოფილან დაკავებული.
ჯოან როულინგი
ჯოან როულინგი პირველი მილიარდერი ქალია, რომელმაც ამდენი ფული წიგნების წერით იშოვა, თუმცა, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ პორტუგალიაში ინგლისურის მასწავლებელი იყო.
ჰიუ ჯეკმანი
აღმოჩნდა, რომ „X ადამიანების“ ვარსკვლავი წარსულში საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.
სტინგი
ინგლისელი მუსიკოსი სტინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოსაც ეწვია, ერთ დროს, ინგლისში მასწავლებლად მუშაობდა.
სტივენ კინგი
ამერიკელი მწერალი სტივენ კინგიც საშუალო სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს, იქამდე, სანამ თავის პირველ რომანს, „კერის“ დაწერდა და გამოაქვეყნებდა.
ბრაიან მეი
ბრაიან მეი, ლეგენდარული „Queen“-ის გიტარისტი, მათემატიკის მასწავლებელი იყო.
შერილ კროუ
ამერიკელი მუსიკოსი შერილ კროუც, იქამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა მუსიკის მასწავლებელი იყო.
ბილი კრისტალი
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ბილი კრისტალი სათადარიგო მასწავლებლად მუშაობდა.