ოზურგეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის მასწავლებელს, მოსწავლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ _ კერძოდ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს პედაგოგმა მოსწავლეს ყური აუწია და დაზიანება მიაყენა.
წყაროს ინფორმაციით, ინციდენტის თაობაზე სკოლაში მშობელთა კრება შედგა და მასწავლებლის სკოლიდან გაშვებაზე იყო საუბარი, თავის მხრივ პედაგოგი ცუდად გახდა ამ ამბების გამო.
ჩვენი წყარო ამბობს იმასაც, რომ ფაქტი, შეიძლება, გაზვიადებულიც იყოს.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსს დაუკავშირდა და კომენტარი თხოვა:
„მე ვიცი, რომ ამის თაობაზე მანდატურის სამსახურმა დაწერა განცხადება. გამოძახებული მყავს ამ სკოლის დირექტორი და თუ რა მოხდა, დაზუსტებით მხოლოდ ამის შემდეგ გეტყვით“, _ გვითხრა ცენტრის უფროსმა ლალი სიჭინავამ.
ავტორი


































































