ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეს თმა ამოაგლიჯა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში მოსწავლის მშობელი, ცირა ხაბურძანია ავრცელებს.
„რვა წლის, მესამე კლასელმა, სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი,, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას.
ოფიციალურ წერილს ვაგზავნი საქართველოს განათლების მინისტრთან, შსს მინისტრთან და სახალხო დამცველთან, მოვითხოვ რეაგირებას ამ და მსგავს ფაქტებზე“,_წერს სოციალურ ქსელში ცირა ხაბურძანია.
როგორც მოსწავლე ამბობს, თმა იმიტომ ამოაგლიჯეს, რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა.
სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ შემთხვევას სკოლის დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის.