ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთში, აწ უკვე პენსიაზე მყოფ, უდიდესი დამსახურების მქონე მასწავლებელს, სვეტლანა საჯაიას, პედაგოგთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე და მაასწავლებელი, წარსულში რაიონული განათლების განყოფილების მეთოდკბინეტის უფროსი, ინგლისური ენის ცნობილი სპეციალისტი ელიკო ბურჭულაძე ეწვივნენ.
_მან მთელი ცხოვრება, ნახევარ საუკუნეზე მეტი, ჭანიეთის საჯარო სკოლაში, დაწყებითი განათლების საქმეს მოახმარა! ახლა, როცა პენსიაზეა, გვესმის მისი შინაგანი ემოცია, მონატრების ტკივილი და შეხვედრის სიხარულიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაზაფხული მიგველოცა! ვერაფერს უკეთესს ვერ ვაჩუქებდით, ვიდრე 1912 წლის რედაქციით გამოშვებული, იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენაა“, _ ამბობს ქალბატონი როზა გოგუაძე.
„დედა-ენა“, ყვავილები, ტკბილეული მოკრძალებით მიართვეს ცრემლმორეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგს!
მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია და ცოტათი ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, საუცხოო ოჯახურ გაემოცვაში მყოფ მასწავლებელს, სვეტლანა საჯაიას აზრი და ალღო ძველებური ხარისხით უჭრის! მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების პატრონს, წარსულიდან არაერთი ამბავის გახსენება, ლექსის თქმა თუ ასე საყვარელი სიმღერაც არ გსჭირვებია!
„გაიხარა, მოკლედ“, _ ამბობს მასზე საგანგებოდ მზრუნველი რძალი, საუკეთესო ადამიანი ნინო ლომჯარია.
შვილიშვილმა ნათია სურგულაძემ, ოჯახის უახლოესმა და კლასიკური ხმის პატრონმა, პედაგოგმა დარეჯან სხვიტარიძემ, სიმღერებთან ერთად, საგაზაფხულო მელოდიებიც აახმიანეს!
„როგორ, გამახარეთ…როგორ გამახარეთ…“– ცრემლებს ვერ იკავებდა ქალბატონი სვეტლანა. ბოლოს კი რძალს წასჩურჩულა: „ყური მოსწიეო“…
„სტუმრებს რაიმე ვაჩუქოთ“, _ ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა ჩურჩული…
ამ და ზოგადად, სხვა უამრავი შინაგანი კულტურის მატარებელი თვისებებით ხდებოდა ათეულობით წლების მანძილზე, მისი, როგორც გამორჩეულად განსხვავებული, თვითმყოფადი და ინოვატორი მასწავლებლის იმიჯის შექმნა!
დღეგრძელობას ვუსურვებთ უამრავი თაობის აღმზრდელს და „დედა ენის“ შემყვარებელ მასწავლებელს, ქალბატონ სვეტლანა საჯაიას!
ავტორი