საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განცხადა, რომ იმ ღამის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა.
„ჩვენი ისტორიული გენი, ღირებულებები ამ დღეს ყველაზე ნათლად გამოვლინდა და აჩვენა საზოგადოებასაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ თავისუფლება, სახელმწიფროებრიობის ღირსება არის ის, რასაც ჩვენ ვიცავთ.
მეორე მხრივ, ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა სრული ლუსტრაცია მმართველი პოლიტიკური ძალის, მთელი კასკადი გამოუსწორებელი შეცდომებისა იქნა დაშვებული და ქართული საზოგადოების მიერ მათ მიმართ გამოტანილია ძალიან მკაფიო ვერდიქტი. მათ აქვთ უკვე ნათლად მინიჭებული თაღლითების და წარსულის ძალის სტატუსი“,_ განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.