ამ წუთებში, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, მიულოცა ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე და განაცხადა, რომ დღეს 100 და 100-ზე მეტი წლის ომის ვეტერანებს დააჯილდოებენ.
“მათ შეძლეს და მსოფლოს მასშტაბით დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანთა ძალადობის ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში მონაწილებდა.
წელს ჩვენ ვაჯილდოებთ 100 და 100-ზე მეტი წლის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მარტო ფაშიზმი, არამედ დროც”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.