https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი _ 1941-1945

6:05; 9.05.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

9 მაისი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა. საბჭოთა საქართველომ, მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. ქართველები დიდი წარმატებით არა მარტო ფაშისტური გერმანიის წინაღმდეგ იბრძოდნენ, არამედ ვერმახტის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ჩვენს მცდელობას არ წარმოადგენს მტყუანისა და მართალის გარჩევა, ეს არის ისტორიული ფაქტი გერმანიის მესამე რაიხის ქართული ლეგიონი, რომელშიც, სავარაუდოდ, 30 000 ქართველი იბრძოდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა.

1938 წელს ბერლინში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც “კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა.

1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა “ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო-კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელი.

საბჭოეთთან ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა გადაწყვიტეს წითელარმიელ ტყვეთაგან და ემიგრანტებისგან შეექმნათ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ისევე შეებრძოლებოდნენ წითელ არმიას, როგორც გერმანელი ჯარისკაცები.  ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.

  ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა.

პროპაგანდისტული ეფექტის გასაძლიერებლად ზოგიერთ შენაერთს საქართველოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების სახელები მიანიჭეს: 797-ე ბატალიონს “მეფე ერეკლე II ბაგრატიონი”, 799-ე ბატალიონს “მეფე დავით IV ბაგრატიონ-აღმაშენებელი”. 822-ს _ “თამარ მეფე”, 823-ს _ “შოთა რუსთაველი” და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პოლონეთში განლაგებული ვერმახტის 162-ე ქვეითთა საწვრთნელ ბანაკებში მომზადდა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაიგზავნა სამი სამთო-საეგერო და ორი გრენადერთა ქართული ბატალიონი, სადაც 6000 ჯარისკაცი და ოფიცერი შედიოდა. შემდგომ ქართველი ლეგიონერების მომზადების ტემპი დაჩქარდა და სხვადასხვა ბანაკში გაიწვრთნა და ფრონტზე გაიგზავნა ოც ბატალიონზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ ქვეითთა ბატალიონში 900-იდან 1600 კაცამდე იყო, ხოლო სამთო-მსროლელთა ბატალიონებში _ 600, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ქართულ ბატალიონში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რიცხვი 20 ათასს აჭარბებდა.

   ქართველი ემიგრანტები კარგ სამსახურს უწევდნენ აბვერსაც. საგანგებო ბანაკებში მათ ასწავლიდნენ სადაზვერვო და სადივერსიო ხერხებს. ომის დასაწყისში აბვერში გაწვრთნილი ქართველი ემიგრანტებისაგან შექმნეს ორგანიზაცია “ტამარა”, რომელსაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება ევალებოდა. 1941 წლის ნოემბერში “ტამარას” დივერსიული ჯგუფი საგანგებო დანიშნულების ბატალიონ “ბერგმანს” (მთიელი) დაუქვემდებარეს. ბატალიონის პირველი, მეოთხე და მეხუთე ასეულები ქართველებისგან შედგებოდა, მე-2 _ ჩრდილო კავკასიელებისაგან, მე-3 _ აზერბაიჯანელებისაგან. ბატალიონი “ბერგმანი” აღმოსავლეთის ფრონტზე 1942 წლის აგვისტოს ბოლოს გაიგზავნა.  მისი პირადი შემადგენლობა არაერთხელ გადაუსვრიათ მტრის ზურგში, სადაც ისინი სადაზვერვო და სადივერსიო დავალებებს ასრულებდნენ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მესამე რაიხის მხარეს მებრძოლ ქართველთა საერთო რაოდენობა 30 ათასს არ აღემატებოდა.

საბრძოლო ნათლობა ქართულმა ბატალიონებმა კავკასიისთვის ბრძოლებში მიიღეს. 1942 წლის ზაფხულში კავკასიის მისადგომებთან გერმანული ჯარების შემადგენლობაში მოქმედებდა შვიდი “აღმოსავლური ბატალიონი”, რომლებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩრდილოკავკასიელები.  ამ ბატალიონებში შედიოდა ზემონახსენები “ბერგმანიც”.  1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი “პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველის, ლეგიონერის აღჭურვილობით, საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა.

ოპერაცია “ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ “ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი (1943 წ.) დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში. კურსკისა და ბელგოროდის ბრძოლებში სხვა ქართული შენაერთებიც მონაწილეობდნენ: მომარაგების რამდენიმე ასეული, საგზაო-სამშენებლო და სადარაჯო ასეული (ოპერატიული ჯგუფი “კემპფ”-ის შემადგენლობაში).

        მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც “აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა.    1943 წელს ჰიტლერმა ყველა “აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ვერმახტის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო, დაერწმუნებინა ფიურერი, რომ ამას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა.

 იმ დროისთვის  სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში (ჩრდილო საფრანგეთი) გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ “ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.

პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

ჰიტლერის 1943 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, არც ერთი აღმოსავლური ლეგიონის შენაერთი ბატალიონზე დიდი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლკი “ბერგმანიც” რამდენიმე ბატალიონად განაწილდა. ქართული “ბერგმანი” 1943 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სანაპირო ზოლს იცავდა აკ-მეჩეთიდან ევპატორიის ჩათვლით. სექტემბერში ქართველები სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაისროლეს. ბატალიონი იცავდა სანაპირო გზას ფაროსიდან ალუშტამდე და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა მთებში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდა. 1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. მოახლოებული საფრთხე იწინასწარ-მეტყველა მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ და მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი “ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.  ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა “ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი  მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის “ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.

1943 წლის აპრილში ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი “ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი “ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი _ საფრანგეთში.

1944 წლის ზაფხულში გაიხსნა მეორე ფრონტი. მოკავშირეები მასირებულად გადმოსხდნენ ევროპაში, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იოლად ბარდებოდნენ ტყვედ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ.

იყო სხვა შემთხვევებიც. წარუმატებელი ფსიქოლოგიური ომის წარმოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის დისლოცირების ადგილებში პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა. ფურცლები ლეგიონერებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებას მოუწოდებდა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ბატალიონები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ბრიტანელებმა ხელთ მხოლოდ რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი და ოფიცერი იგდეს. ქართული ლეგიონის უდიდეს ნაწილს ასეთი “გაფრთხილება” არ მიუღია და ომის დასასრულს დასავლეთის ფრონტზე ნებით დაყარა იარაღი.

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა ერთ-ერთმა ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ.

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.

გაზიარება28Tweet18Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ვაკის პარკში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას აპროტესტებენ (ვიდეო)

"ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში" _ პრემიერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო