დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კომპოზიტორი მანანა იმედაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომელშიც იმედაძემ გამყრელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. ამირან გამყრელიძის თქმით, რომლის მიხედვითაც, იმედაძის რძალს, 22 წლის სალომე ქემაშვილს, რომელიც ამ დილით გარდაიცვალა, ვირუსთან ერთად, სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
“თანავუგრძნობ ოჯახს, ამ მძიმე ტრაგედიის გამო. დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი, თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ოჯახის თანხმობის გარეშე, არ მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. ეს არის საქართველოს კანონმდებლობა. მე გავეცი ზოგადი პასუხი. ქალბატონმა დარეკა ჩვენს აპარატში და თანამშრომელს განვუცხადე რომ ამ ბრიფინგის შემდეგ პირადად დაველაპარაკები და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. ჩვენს მოსახლეობას გრიპი ჰქონია გაციება. გრიპოზული დაავადება, 30 პროცენტის შემთხვევაში რთულდება, სერიოზული პატოლოგიით. ეს პროცენტები ჩვენს ვებ-გვერდებზე დევს. თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ოჯახთან მექნება საუბარი და ჩაგაყენებთ საქმის კურში. დიაგნოზი მათ იციან. ეს გაფორმებულია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებას მანანა იმედაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა:
”დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის-ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება,რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან,რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!”, – წერს მანანა იმედაძე.