Edison Research-ის ეგზიტპოლების შედეგებს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა.
ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას შეძლებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით. „ქართული ოცნება“ უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი“_განაცხადა ვაშაძემ.
მან „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.