მატარებელი შლამის მზიდ ცისტერნას შეეჯახა, რის შედეგადაც ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა დანიაში მოხდა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავარია სამხრეთ იუტლანდიაში, გერმანიის საზღვართან ახლოს, ტინგლევსა და კლიპლევის ქალაქებს შორის მოხდა, რის შედეგადაც 60 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო 27 ადამიანი დაშავდა.
































































