პარლამენტთან მისი [შალვა ნათელაშვილი] პოლიტიკური დახუჭობანას თამაში საზოგადოებასაც მოსწყინდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ნათელაშვილის განცხადება სპეკულაციურია იმის თაობაზე, თითქოს, პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფება და საპარლამენტო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს. მისივე თქმით, პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტზე განცხადება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი და შალვა ნათელაშვილს მსგავსი განცხადება არ დაუწერია.
„შალვა ნათელაშვილს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა მისი პოლიტიკური გემოვნება იცვლება რამდენჯერმე და გამორიცხული არ არის, ორშაბათს საღამოს და დილით განსხვავებული განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.