ლანჩხუთის “გურიას” ხვალ ფოთში იქაურ “კოლხეთთან” გასვლითი მატჩი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი “გურიას” ერთ-ერთი მწვრთნელის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
დღეიდან კლუბის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი 12 დღის ვადით კარანტინშია.