საბა თავართქილაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 51-ვე მოაგროვა.
საბამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა სხვა საგნებშიც _ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო, ინგლისურში კი 80-დან _ 78.
საბა თავართქილაძე 6 წლის განმავლობაში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კომაროვის სკოლაში გადავიდა და ოქროს მედალზე დაამთავრა.
იგი სწავლას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე.
“გურია ნიუსი” ულოცავს საბას და ულევ წარმატებას უსურვებს.