“დღეს თუ გუშინ ღარიბაშვილის განცხადებას ქართველ “ნაიომნიკებზე” მოსკოვიდან უცებ მოყვა რეაგირება. მათ გამოაცხადეს ნადირობის კვირეული ქართველ მებრძოლებზე, ესეიგი ჩვენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, ჩემი ქვეყნის პრემიერ- მინისტრს ასეთი კარგი საჩუქარისთვის თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რომ გაიმეტა . მგონი ბევრი რამ ისეთი თუ რაღაცნაირი გაგვიგია ჩვენი ქვეყნის არსებობის ისტორიიდან მაგრამ ასეთი არა. სულ ვამბობ უმაგრეს პერიოდში ვცხოვრობთ და უმაგრესი ამბების მომსწრეები ვხვდებით. ამასაც მოვესწარით და კიდევ მოვესწრებით რუსეთის დანგრევას, დაშლას , განადგურებას , მხრებზე დასმას ისე რომ 100 წელი ფეხზე ვერ წამოდგება. მთელ მსოფლიოს ხომ დაანახა რა ჩაჯმული ქვეყანა და ერის მაგვარი არსებები არიან. ჯერ სად ხართ, წინ ბევრი საინტერესო და მაგარი ამბები გველოდება. უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებს,” – წერს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved