რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნამდვილი ომი ახლა მიმდინარეობს და რუსეთი იცავს მის სუვერენიტეტს.
„დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტ შემობრუნების მომენტშია“, _ თქვა პუტინმა.
“ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ დაიწყო ნამდვილი ომი, მაგრამ ჩვენ დავუპირისპირდით საერთაშორისო ტერორიზმს, ჩვენ დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებს და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას”,_ განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მშვიდობიანი მომავალი სურს და დასავლური ელიტები “სიძულვილისა და რუსოფობიის” თესლის თესვაში დაადანაშაულა.
„მათი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ქვეყნის დაცემის ხილვა”,_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.