დღეს, ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ნაციონალ დავით მჟავანაძის გამოსვლის შემდეგ, როცა მან და მისივე პარტიიდან საკრებულოს წევრებმა დარბაზი დატოვეს, სიტყვა ითხოვა საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გელა ჩავლეშვილმა:
„მინდა, გლობალური ომის პარტიას გამოვეხმაურო, რადგან ისე არ მომეცა საშუალება, პასუხი გამეცა, არ მაცალეს! საკრებულოს სხდომამდე რადენიმე დღით ადრე, აღნიშნული საკითხი სამმა კომისიამ განიხილა. იქვე იყვნენ თვითონ ნაციონალი დეპუტატები, თავად დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, კრინტი არ დაუძრავთ. ვინ დაუშალა, ეთქვათ, კრიტიკულად გამოსულიყვნენ. თუმცა, იცით, რაშია საქმე? კომისიის სხდომაზე არ იყვნენ ოპოზიციური ტელევიზიები და ჟურნალისტები, არ იყო კამერები. დღეს კი აქ არიან. ამჯერად მათი მთავარი ამოცანა იყო, კამერების წინ პოზიორობა. მე იმის თქმა მინდა, რომ საკრებულოს დარბაზი არ არის თეატრი და კინოს გადასაღები მოედანი. მოვიდნენ და ილაპარკონ საქმეზე,” _ თქვა მან საკრებულოს ნაციონალი წევრების მისამართით.
როგორც უკვე ვწერდით, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, პირველი საკითხის: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2022 წლის გახორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენის შესახებ“ _ ისაუბრეს.
ამას მოჰყვა საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით მჟავანაძის მიერ, ფოტოების ფრიალი და ყვირილი : „თეატრის მოედანზე რკინის კუბოები დაყარეთ, ვითომ საყვავილეებია. ევროკავშირის დაფინანსებულ ამ პროექტში, ორი მილიონი დაიხარჯა და გაიტანეთ ეს ჯართი მოედნიდანო“.
ავტორი