მუსი უცხიმო იოგურტისგან
ინგრედიენტები:
უცხიმო იოგურტი 150 გრ
გაყინული ან ცოცხალი კენკრა 100 გრ
პიტნა, კენკრა და შაქრის პუდრი მოსართავად
მომზადება:
კენკრის ნახევარი დააბლენდერეთ იოგურტთან ერთად. გადაიღეთ კერამიკულ ჭურჭელში ან ჭქებში.
დარჩენილი კენკრა პიურედ აქციეთ (დააბლენდერეთ ცალკე), დაადეთ ზემოდან იოგურტს. მორთეთ სურვილისამებრ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
ტკბილი ჟელე
ინგრედიენტები:
კენკრა 200 გრ
ვანილის შაქარი 1 ჩ/კ
აგარ-აგარი 0,5 ჩ/კ
მომზადება:
კენკრას დააყარეთ ვანილის შაარი და გააჩერეთ 5 წთ. როდესაც წვენს გამოუშვებს დადგით დაბალ ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება, გადმოდგით.
გადაიღეთ წვენიანად ფორმებში და გააცივეთ.
ხილის მილკშეიკი
ინგრედიენტები:
კენკრა 100 გრ
ბანანი 100 გრ
რძე დაბალცხიმიანი 100 მლ
მომზადება:
ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და ათქვიფეთ ბლენდერში. გადაიღეთ მაღალ ჭიქებში და ჩაყარეთ ყინული.































































