უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის საპატრიარქოს კანონიკურობაში ეჭვი შეიტანა. “ახლა ჩვენი ეკლესია კანონიკურია, ახლა თავად გაერკვიონ, გვაჩვენონ ტომოსი. სად არის მათი ტომოსი? სტალინმა მოაწერა მას ხელი?”-განაცხადა პოროშენკომ ვინიცაში ვიზიტის დროს. რუსეთის საპატრიარქოში პოროშენკოს განცხადებას კრიტიკით უპასუხეს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით პოროშენკო პოლიტიკური და არა რელიგიური ლიდერია. მას უფლება არ აქვს ეკლესიის საკითხებში ჩაერიოს.
წყარო პირველი რადიო