ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ პარლამენტში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“.
როგორც ისინი აცხადებენ, „ქალთა მოძრაობის“ წევრებს დღეს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
„ქალთა მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ საარჩევნო კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც ეხება ქალთა კვოტირებას, კერძოდ, ახალი ცვლილებებით საკრებულოში საარჩევნო სიაში პოლიტიკურ პარტიებს სამი წევრიდან ერთი უნდა ჰყავდეთ ქალი. მოქმედი რეგულაციით კი, ორი წევრიდან ერთი უნდა იყოს ქალი.
წყარო: 1ტვ