“ქალმა კაცის ყოველგვარი გვერდის ავლით, კაცის მონაწილეობის გარეშე შვა ღმერთი.
მაცხოვარს საქმეში ოდნავადაც კი არ გაურევია მამრობითი სქესი, მაგრამ ქალის სხეულისთვის გვერდი არ აუვლია.
მაშასადამე, მხოლოდ ქალებს გვაქვს პირდაპირი კონტაქტი, მხოლოდ ქალებს შეგვიძლია ჩავისახლოთ და ვატაროთ ღმერთი ჩვენს შიგნით და გამოვატაროთ დედამიწაზე.
ჩვენ ვართ კარიბჭე. ხოდა, თანასწორობას რანაირად გვედავებით თქვე ღვთის პირიდან გადავარდნილებო?” _ წერს სოციალურ ქსელში, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.