ბევრი წყლის დალევა
წყალი ძალიან სასარგებლო და შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა დასაცავი. თუ თქვენ ბევრს მოძრაობთ, შეგიძლიათ მეტი წყალი დალიოთ, მაგრამ თუ თქვენ მთელ დღეს უმოძრაოდ ატარებთ, აუცილებლად აკონტროლეთ წყლის ოდენობა. ასევე, კარგია თუ წყალს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ საათნახევრის შემდეგ მიიღებთ. დაუშვებელია ჭამის დროს წყლის დალევა.
ფეხის ფეხზე გადადება
ფეხის ფეხზე გადადება იწვევს ვენების გაგანიერებას და საზიანოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული დაავადება აწუხებს. ჯდომის ასეთი მანერა ქალებისთვის და კაცებისთვის ერთნაირად დამახასიათებელია და ბევრმა ჩვენთაგანმაც იცის რომ ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რთულია აკონტროლო მავნე ჩვევა, როცა ის თავს კომფორტულად გაგრძნობინებს.
უხარისხო მზის სათვალეების ტარება
დაბალი ხარისხის სათვალეები გარდა იმისა რომ არ იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, აორმაგებს კიდეც გამოსხივებას, რამაც საბოლოოდ კატარაქტაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
სამუშაო ადგილას ჭამა
ყველა სამუშაო ადგილი ერთნაირი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თქვენს სამუშაო ადგილას გაცილებით მეტი ბაქტერია ბუდობს, რის გამოც ეს ჭამისთვის შეუფერებელი ადგილია.
უცხიმო რძის დალევა
თუ ფიქრობთ, რომ ცხიმგამოცლილი რძე იგივეა როგორიც ჩვეულებრივი, ცდებით. რძიდან ცხიმის გამოცლისას, ყველა საჭირო ვიტამინი მას მიყვება და რძე ასე სრულიად უსარგებლო ხდება. ბევრი მწარმოებელი ასეთი რძის დამზადებისას უბრალო რძის ფხვნილებს იყენებს, რაც უამრავ კონსერვანტებს შეიცავს. ნუ გარისკავთ და თუ რძე გინდათ, მიიღეთ ნამდვილი!