დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, პირველ საკითხად განიხილეს, 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების საკითხი.
საფინანსო განყოფილების უფროსმა გია მამაკაიშვილმა დეპუტატებს შემოსავლების ნაწილში გაზრდილი გრანტებიs შესახებ ესაუბრა. კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით, მავნებელ „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს თანხა გამოეყო.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიების გასატარებლად, გამოყოფილია გრანტი, 823 716 ლარის ოდენობით. მხოლოდ ამ თანხით გაიზრდება ჩვენი ბიუჯეტი, დანარჩენი კი შიდა გადაადგილებებია, _ თქვა მან.
დადგენილებაში ცვლილების შეტანას ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.