“ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე გურიაში იმყოფება.
მან შექმნილი მდგომარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა კიდევ უფრო გაართულა. შესაბამისად დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა. ყველა უწყება კოორდინირებულად იმუშავებს რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული.სოფლების ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს. ვერ მყარდება კომუნიკაცია. დაგვჭირდება სურსათის და მედიკამენტების მობილიზება. სპეკულაციებს ვისმენთ, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა”,_ განაცხადა კობახიძემ.