რუსეთმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოდან გასვლის შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო tass რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოში მდგომარეობა დამამცირებელია. ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა საბჭოში უარყვეს თანაბარი დიალოგი და პრინციპები, რომლებზეც შეიქმნა ეს ბალტიის რეგიონული სტრუქტურა და ისინი თანდათანობით აქცევენ საბჭოს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად“, – აცხადებენ სამინისტროში.