გურიაში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგთა თქმით, გურიაშიც ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, დღეის მონაცემებით, მდგომარეობა კეთილსაიმედო არაა.
ისინი მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
“ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან თავის დაღწევის ვაქცინაციაა. მაქსიმალურად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ ვაქცინაციის როლი ვირუსთან ბრძოლის საქმეში და შეასრულონ თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება“, _ ამბობენ ეპიდემიოლოგები “გურია ნიუსთან” საუბრისას.