კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი “მთავარი არხის” ვებგვერდთან საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი უკვე დაახლოებით ერთი თვეა, კლინიკაში იმყოფება. მანამდე, მან კორონავირუსი დაამარცხა და სახლში გაწერეს, თუმცა, მოგვიანებით, ფილტვების ანთება განუვითარდა და არსებული ქრონიკური პათოლოგიებიც გაუმწვავდა.
“მდგომარეობა მძიმეა.. იყო რეანიმაციულ განყოფილებაში.. პერიოდულად საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს, ე.წ. “სიპაპს”. ჰემოდინამიკა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. პერიოდულად კონტაქტურია, – ამბობს ლევან რატიანი.
კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს.
წყარო: მთავარი არხი