„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოში, აბაშაში ერთი თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის დაინფიცირების წყარო დედაა.
ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დედა-შვილი კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.