“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სენაკში ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
წყაროს თქმით, 70- წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას სხეულის 60%-ზე მეტი დაზიანება აღენიშნება. “მდგომარეობა მძიმეა. როგორც ამბობენ, ბენზიზი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”, _ გვეუბნება წყარო.
ჩვენი ინფორმაციით, ქალი თავდაპირველად, ადგილობრივ კლინიკაში შეიყვანეს, მოგვიანებით კი – ქუთაისში გადაიყვანეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.































































