რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მიუსაფარი ძაღლების და კატების დასაცავად აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 70 წლის მანანა ცერცვაძე.
ის ყოველდღე ათობით უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლს კვებავს.
„დავიკავებ პატარა ჩანთას და სულ პური მაქვს ჩაწყობილი. სადაც შემხვდება მიუსაფარი ძაღლი ან კატა ვკვებავ. მთელი რაიონი მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ.“ – გვითხრა მანანა ცერცვაძემ.
მანანა ცერცვაძეს პირადად ორი ძაღლი და ხუთი კატა ჰყავს.
„როდესაც სოფელში ვცხოვრობდი, მაშინ ნაკლებად ხდებოდა შინაური ცხოველების თავიდან მოშორება. ახლა უფრო გახშირებულია ეს ფაქტი. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავშესაფარი არ აქვთ და ეს საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს. ხშირად მეუბნებიან როგორ ვკვებავ მიტოვებულ ძაღლებს ქუჩაში… მე კი ერთი პასუხი მაქვს: მდიდარი არ ვარ, მაგრამ გული მაქვს კეთილი.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მანანა ცერცვაძემ.
ავტორი