„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილა.
“გიდასტურებთ, რომ კანდიდატურა განიხილება, ამას სჭირდება ბევრი ფორმალური საკითხის და პროცედურის დაცვა. კიდევ დღეებია დარჩენილი ყრილობამდე და პოლიტსაბჭოს სხდომამდე, როდესაც საპატიო თავმჯდომარემ წესდების მიხედვით კონკრეტული კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პოლიტსაბჭოს.
როდესაც სამთავრობო პოლიტიკით წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერობის კანდიდატი, მან უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი. დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ეს არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, როგორც პრემიერობის კანდიდატი“,– განაცხადა მდინარაძემ.